ცნობილია დაიშის/ISIS-ის მიერ 11 ქრისტიან-მისიონერის მხეცური მკვლელობა
ისლამისტებმა ჯვარზე გააკრეს სირიის ქრისტიანები. ფოტო: facebook.com/catholicnews.org.ua
სირიაში, ისლამური ორგანიზაციის დაიში/ISIS-ის (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) წარმომადგენლებმა მხეცურად მოკლეს 11 ქრისტიანი-მისიონერი: ქალები გააუპატიურეს და თავები მოკვეთეს, ხოლო კაცები და 12 წლის ბავშვი ჯვარზე გააკრეს, იტყობინება გამომცემლობა "კათოლიკე მიმომხილველი".
მოწმეების ჩვენებიდან, რომლებიც მიიღო ორგანიზაციამ „Christian Aid Mission“ („ქრისტიანების დახმარების მისია“) გამოიკვეთა შოკისმომგვრელი დეტალები ქრისტიანი მისიონერების, 11 მამაკაცისა და ქალის საშინელი სიკვდილის შესახებ. რომლებიც დააკავა დაიში/ISIS-ის 2014 წელს სირიაში, ალეპოს მახლობლად მდებარე სოფელში.
იტყობინებიან, რომ ალეპოში მუშაობის გაგრძელების საშიშროება იზრდება, მაგრამ ყველა ამ ქრისტიანმა მისიონერმა, რომელთა შორისაც იყო ჯგუფის ხელმძღვანელის 12 წლის ვაჟი, მიიღო შესაძლებლობა დაეტოვებინათ ქვეყანა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.
2014 წლის 7 აგვისტოს ისინი დააკავეს დაიში/ISIS-ის წარმომადგენლებმა. ბოევიკებმა 11 მისიონერს ჰკითხეს - აღიარეს თუ არა მათ ქრისტიანობა ისლამის შემდეგ. ხოლო როცა ქრისტიანებმა ეს ფაქტი დაადასტურეს, აჯანყებულებმა იკითხეს დაუბრუნდებოდნენ თუ არა ისინი ისლამს. ქრისტიანებმა უპასუხეს, რომ არასოდეს აურყოფდნენ ქრისტეს.
41 წლის ხელმძღვანელი, მისი 12 წლის ვაჟი და მისიის ორი, დაახლოებით 20 წლის, წევრი დაკითხეს ალეპოს მახლობლად მდებარე სოფელში, სადაც დაიში/ISIS-ის მებრძოლებმა შეკრიბეს ბრბო.
ჯგუფის ხელმძღვანელისა და მისი ნათესავების წინაშე ისლამისტმა ექსტრემისტებმა ბიჭს თითები მოაჭრეს და სასტიკად სცემდნენ,- ეუბნებოდნენ რა მამამისს რომ თუ ისლამს დაუბრუნდებოდა ბიჭის წამებას შეწყვეტდნენ. და როცა მამამ უარი განაცხადა, იტყობინებიან ნათესავები, დაიში/ISIS-ის ისლამისტეებმა ისიც აწამეს და სცემეს სამინისტროს ორ თანამშრომელთან ერთად. ბოლოს სამივე მამაკაცი და ბიჭი ჯვარს აცვეს.
”ისინი ჯვარზე ორი დღე იყვნენ. არავის ჰქონდა მათი ჩამოხსნის უფლება ”, - თქვა სამინისტროს დირექტორმა. დაიში/ISIS-ის მებრძოლებმა მათ „ურწმუნოების“ განსაზღვრება მისცეს.
რვა სხვა მისიონერი, რომელთა შორისაც იყო ორი ქალი, იმავე დღეს გადაიყვანეს სხვა სოფელში, მათაც იგივე დაკითხვა მოუწყვეს ბრბოს თვალწინ. ქალები 29 და 33 წლის ცდილობდნენ აეხსნათ დაიში/ISIS-ის ბოევიკებისთვის, რომ ისინი მხოლოდ იზიარებდნენ იესო ქრისტეს მშვიდობასა და სიყვარულს; თან კითხულობდნენ ასეთი რა დააშავეს რომ დაცინვა დაიმსახურეს.
შემდეგ ისლამისტი ექსტრემისტებმა საქვეყნოდ გააუპატიურეს ქალები, რომლებიც ლოცვას მაინც აგრძელებდნენ, რის გამოც დაიში/ISIS-ის ბოევიკები მათ უფრო სასტიკად სცემდნენ.
როცა ორმა ქალმა და ექვსმა მამაკაცმა ლოცვის დროს დაიჩოქა, მათ თავები მოკვეთეს. შემდეგ კი მათი ცხედრები ჯვრებზე ჩამოკიდეს.
ადრე მჟკ წერდა, რომ მოზამბიკში ისლამისტებმა თავი მოკვეთეს 50-ზე მეტ ადამიანს.
ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის
ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.
წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა
მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.
ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად
მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.
აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894
„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს
გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.
ბანჩენის მონასტერში ყვებოდნენ მეუფე ლონგინოზის ჰოსპიტალიზაციის მიზეზზე
მონასტერში ითხოვენ მეუფისთვის ლოცვას, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.