კვიპროსის თეოლოგები მოითხოვენ საბჭოს მოწვევას „უკრაინის საკითხზე“

კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდი. ფოტო: vimaorthodoxias.gr

2020 წლის 11 ნოემბერი, კვიპროსის თეოლოგების ორმა ორგანიზაციამ მოითხოვა სრულიად მართლმადიდებლური საბჭოს მოწვევა მეუ-ს „ავტოკეფალიის“ საკითხის გადასაწყვეტად, იტყობინება გამომცემლობა Orthodoxia.info.

თეოლოგების ასოციაციის პრეზიდენტის, ქრისტაკის ეფსტაფიუს განცხადებით - სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეკლესია, ასეთ დროს, ასეთი გამოწვევების წინაშე, რომელსაც იგი ძალიან ბევრ საკითხში აწყდება, ასეთი კრიზისის დროს, რასაც განიცდის მთელი მსოფლიო, ახდენს განხეთქილების დემონსტრირებას.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეკლესია - არის ერთიანობისა და სიყვარულის სიმბოლო, რის ნაცვლადაც ჩვენ ვხედავთ მსახურებს, რომლებიც „ხელს უწყობენ განხეთქილებასა და თვითგანადგურებას.

ეფსტაფიის აზრით, - „ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, როცა წმინდა სინოდი უნდა შეიკრიბოს ყველა ამ საკითხის, ეკლესიის სასარგებლოდ და უკვე მიყენებული ჭრილობების მოშუშების ჭრილში, განსახილველად.

კვიპროსის თეოლოგების ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ხალხი ითხოვს ეკლესიის ხელმძღვანელობისა და წმინდა სინოდის შეკრებას ამ დიდი, მზარდი ჭრილობის მოსაშუშებლად.

ის ასევე თვლის, რომ ამგვარად ეკლესიის მსახურები შეძლებენ „გზავნილის გარეთ გამოტანას“ და განახირციელებენ დემონსტრირებას არა განხეთქილებისა და ეგოიზმისა, - „რომელიც როგორც ჩანს დომინირებს“, არამედ იმ საეკლესიო სულისკვეთებისა, რომლისკენაც უნდა ისწრაფვოდნენ.

„თუ ისინი ვერ ახერხებენ ერთად დასხდომასა და ამ საკითხების განხილვას, მაშინ რა მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეთ უბრალო ხალხისადმი, ან როგორ შეძლებენ უფრო ღრმა აზრის გადმოცემას?“- კითხულობს თეოლოგი.

თავის მხრივ, საბერძნეთის თეოლოგების კვიპროსის ასოციაციის პრზიდენტმა, გიორგი კირიაკუმ განაცხადა, რომ ეკლესიაში განხეთქილება გამოიწვია არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის გადაწყვეტილებამ თვითნებურად მოეხსენიებინა დუმენკო. მისი აზრით, კონკრეტულ სიტუაციაში ერთადერთი „წამალი“ კანონიკური ცხოვრებისკენ მიბრუნებაა.

კირიაკუმ ხაზი გაუსვა, რომ სრულიად ეთანხმება მიტროპოლიტ მორფსკი ნეოფიტს, რომელიც უწმინდეს და უნეტარეს ონუფრეს თვლის კიევის კანონიკურ მიტროპოლიტად, „ეს უკანასკნელი იმთავითვე აღიარებულ იქნა ეკუმენური პატრიარქის მიერ, და არ არის გადაყენებული კანონიკური გადაცდომებისთვის“.

ამავე დროს, ამტკიცებს თეოლოგი, „ეპიფანე, უცნობი მიზეზების გამო, ეკუმენური პატრიარქის მიერ, მოულოდნელად აღიარებულია კიევის მეტროპოლიტად.“

მან აღნიშნა, რომ ამგვარი სიტუაცია არ შეესაბამება მართლმადიდებლური ეკლესიის წესებს, რომელთა მიხედვითაც ერთ ტერიტორიას ვერ ეყოლება ორი მეტროპოლიტი.

კირიაკის აზრით, „პრობლემა ვერ მოგვარდება ადგილობრივი ეკლესიების სინოდის გადაწყვეტილებით, ვინაიდან სქიზმატიკური ეპისკოპოსის კანონიკური სტატუსის აღიარება-არაღიარება წყდება პან-მართლმადიდებლურ საბჭოზე.“

კირიაკუმ ხაზი გაუსვა, რომ არც კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდს, არც ნებისმიერი სხვა ადგილლობრივი ეკლესიის სინოდს, „შეუძლია იმ საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ეხება სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს“.

მისივე აზრით, კვიპროსის თეოლოგებს „აწუხებთ ის ფაქტი, რომ არაკონონიკურ ბ-ნ ეპიფანეს, სინოდის გვერდის ავლით, მოიხსენიებენ მის უნეტარესობად.“

კირიაკუმ გაიხსენა, რომ ეკლესიის ნორმალური ფუნქციონირების „გარანტია, ადგილობრივი ეკლესიების მიერ, გამონაკლისის გარეშე, მისი წესების მორჩილება“, ხოლო „ამ წესების დარღვევა წარმოშობს უთანხმოებასა და არეულობას მთელს ეკლესიაში. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის ერთადერთი მეთოდია კანონიკური ცხოვრებისკენ მიბრუნება“- დაამატა თეოლოგმა.

ამისათვის, ამბობს კირიაკუ, არსებობს საეკლესიო წესები, „ასე რომ, ყველა ვერ აკეთებს იმას, რაც უნდა“. მან ხაზი გაუსვა, რომ ეკლესიისთვის კონსტიტუცია წესებია, რომლებიც განსაზღვრულია სულიწმინდის, ადგილობრივი და მსოფლიო ტაძრების მიერ.“

კირიაკუმ მიუთითა, რომ ადგილობრივი ეკლესიების დიდი ნაწილი „აღიარებს ონოფრეს კანონიკურობას და არა ეპიფანესას“, ხოლო ვნებათაღელვა ამ საკითხის ირგვლივ „გამოიკვეთა არა მარტო კვიპროსის ეკლესიაში, არამედ ყველა იმ ადგილობრივ ეკლესიებშიც, ვისაც ეს საკითხი შეეხო.“

„უკრაინის საკითხი“ - ეს დიდი პრობლემაა, რის გამოც მართლმადიდებლური ეკლესია ზარალდებოდა წლების, შესაძლოა ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაშიც კი, - განაცხადა იურისტ-თეოლოგმა ფეოდოროკ კირიაკუმ.

მისი აზრით, კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და რუსულ ეკლესიას შორის კონფლიქტი წარმოიშვა „უკრაინის საკითხის“ გამო, და მას შემდეგ, რაც მოსკოვის საპატრიარქომ კრეტას საბჭოში არ მიიღო მონაწილეობა. „ეკუმენურმა პატრიარქმა არ აპატია მათ ეს ფაქტი და ამის გამო დაიწყო უკრაინის ავტოკეფალიის გამოცხადება“.

გარდა ამისა, პატრიარქ ვარფოლომეაზე, დარწმუნებით აცხადებს თეოლოგი, ანხორციელებდნენ „ზეწოლას სხვა ქვეყნიდან“, ხოლო „უკრაინის საკითხი“ წარმოადგენს „გეოპოლიტიკური გეგმების ნაწილს.“

 „პატრიარქმა ავტოკეფალია მიანიჭა ორ ჯგუფს, რომლებიც ადრე ითვლებოდნენ სქიზმატიკურებად,“ და „ახლა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში რეალურად განხეთქილებაა, იმდენად რამდენადაც ერთი „პრიმატი“ არ ახსენებს მეორეს, რაც მორწმუნეთა ცდუნებას იწვევს.“

ამ საკითხის დეტალურად განსახილველად აუცილებელია საბჭოს მოწვევა“ - დაასკვნა თეოლოგმა.

მანამდე მკჟ წერდა, რომ კვიპროსის სინოდის წევრები წყვეტენ აქიეპისკოპოს ქრიზოსტომთან მსახურებას.

ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის

ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა  ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.

წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა

მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.

ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად

მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.

აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894

„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს

გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.

ბანჩენის მონასტერში ყვებოდნენ მეუფე ლონგინოზის ჰოსპიტალიზაციის მიზეზზე

მონასტერში ითხოვენ მეუფისთვის ლოცვას, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.