მეუ-ს სასულიერო პირი, პოლიციაში დანიშვნისთვის ქრთამის აღებაზე დააკავეს

დაკავებული „მღვდელი“ ტარას ვოლიანიკი მეუ-ს „სასულიერო პირებთან“ და პეტრე პოროშენკოსთან ერთად. ფოტო: facebook.com/taras.vol

როვნოში, "ავანსის" სახით 25 ათასი დოლარის აღების ფაქტზე დაკავებულია პოლიციაში თანამდებობებზე დანიშვნით "მოვაჭრე"ორი პირი. ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ განსაკუთრებით დიდი მასშტატბებით ჯგუფური თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი და მისი თანამოაზე- მღვდელმსახური, რომლის კონფესიაც (აღმსარებლობა) არ ზუსტდება. თუმცა, როგორც მჟკ-თვის გახდა ცნობილი, მოვლენების ფიგურანტია მეუ-ს "მღვდელი" და კაპელანი ტარას ვოლიანიკი. 

დამნაშავეები დააკავეს 2020 წლის 6 ნოემბერს. როვენსკის მხარის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი და მეუ-ს "მღვდელი" აპირბდნენ როვნოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლისგან ქრთამის პირველი ნაწილის აღებას, მისი რაიონთაშრის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნის სანაცვლოდ. ამ საჭირო საკადრო დანიშვნისთვის საქმის მონაწილეები სულ ითხოვდნენ  100 ათას დოლარს.         

სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულები მომდევნო 60 დღეს გაატარებენ პატიმრობაში, ხოლო პოლიციელს გაანთავისუფლებენ დაკავებული თანამდებობიდან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სანქცია ითვალისწინებს 5-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ქონების კონფისკაციას. 

არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ "ვაჭრობის" სულისჩამდგმელი იყო მეუ-ს წარმომადგენელი პირადად ტარას ვოლიანიკი, რომელიც "მსხვერპლს" ეცნობოდა როგორც უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და არწმუნებდა, რომ პირდაპირი კავშირები აქვს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან, ბ-ნ ანდრეი ერმაკთან.   

წინასაგამომძიებლო პროცედურები ტარდება ხმელნიცკში, ტერიტორიული მმართველობის სახელმწიფო საგამომძიებლო ბიუროს გამომძიებლების მიერ. 

როგორც მჟკ იტყობინებოდა, ეროვნულმა პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მეუ-ს მღვდელის წინააღმდეგ, რომელიც  ძალადობრივი სიკვდილით ემუქრებოდა მეუ(კ)-ს მღვდელს.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.