უმე-ს წინამძღოლი: გვჯერა, რომ დამოუკიდებლობა ღვთის განგებით გვაქვს მონიჭებული

უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძროლმა, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ უმე-ს მრევლს და ყველა თანამემამულეს ქვეყნის დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავი მიულოცა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენი ისტორიის ამ მძიმე პერიოდში, როდესაც რუსეთის ფედერაცია ჩვენს სამშობლოზე - უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას ანხორციელებს, სახელმწიფო დამოუკიდებლობა  ჩვენთვის განსაკუთრებულ  მნიშვნელობას იძენს“.

„წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ღმერთმა ყველა ხალხს დედამიწაზე ცხოვრების გარკვეული სივრცე განუწესა (საქმ. 17:26), მისცა მიწა საკუთრებაში და უბრძანა არ დაერღვიათ ეს  საზღვრები  (მეორე რჯლ. 19:14), - აღნიშნა წინამძღოლმა. - შესაბამისად ჩვენც გვწამს, რომ ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა ღვთის განგებით მოგვენიჭა. ამიტომ ღვთის წინაშე ცოდავენ ისინი, ვინც ჩვენს ქვეყანას თავს დაესხა, ჩვენი მიწის ოკუპაცია მოახდინა და აგრძელებს ამ აგრესიულ და სისხლიან ომს. ღვთის სამართალი ჩვენს მხარეზეა და ჩვენ მოწოდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი მიწა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“.

უნეტარესმა მეუფემ აგრეთვე ყურადღება მიაქცია იმას, რომ „წმინდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობს, რომ ღმერთმა ყველა ხალხს საცხოვრებელი სივრცე განუწესა, შემდგომში მიუთითებს ღმერთის ამგვარი გადაწყვეტილების უშუალო კავშირზე: „რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმ. 17: 26-27)“.

„ღვთისსათნო ცხოვრება ღვთის მცნებებით ყოველი ერის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების წინაპირობაა საკუთარ მიწაზე. ყოველი ერი ისტორიის სცენაზე რჩება, სანამ მას ღვთისადმი გულწრფელი რწმენა გააჩნია, ლოცულობს და მის მეოხებას ითხოვს. წმინდა წერილი მოწმობს, რომ „არა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმა დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი“ (ფს. 126:1)“ - წერს მღვდელმთავარი.

ის აღნიშნავს, რომ „ამასთან კავშირში დიდ შეშფოთებას იწვევენ მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ბოლო წლის განმავლობაში და გრძელდება ჩვენი ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებაში“.

„ჩვენი ტაძრების მიტაცება, მორწმუნეთა დევნა, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან, ცილისწამება ეკლესიაზე, ზოგჯერ კი ათეიზმისა და ურწმუნოების აშკარა გამოვლინებები, რომლებსაც ჩვენ კერძოდ დიდმარხვის პერიოდში კიევ-პეჩერის ლავრასთან ვადევნებდით თვალს, ხელს არ უწყობენ იმას, რომ ჩვენს მრავალტანჯულ უკრაინაში ღვთის წყალობა სუფევდეს. როდესაც ჩვენი ერის ერთი ნაწილი ლოცულობს, ხოლო მეორე მკრეხელურად ცეკვავს მათ გარშემო, როდესაც ხალხის ერთი ნაწილი მიდის ტაძრებში სალოცავად, ხოლო მეორე მათ დევნის იქედან, ლუქავს და კეტავს ტაძრებს - ყველაფერი ეს ტრაგიკული გაყოფის ნიშნებია, რომლებიც ჩვენი ერის სულიერ ერთიანობას ზიანს აყენებენ, ხალხში საერთო მიზნების ირგვლივ კონსოლიდაციის გრძნობას არღვევენ, შესაბამისად კი ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას აყენებენ ზიანს. ერის შინაგანი ერთიანობის გარეშე არ არსებობს სრულყოფილი დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში არ შეიძლება ამავდროულად ჩვენი ხალხის სულიერი მთლიანობის დანგრევა“, - ხაზი გაუსვა წინამძღოლმა.

მისი სიტყვებით, „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, უკრაინის მოქალაქეები ყველა სხვადასხვა კონფესიას მივეკუთვნებით, ყველა ვგრძნობთ, რომ  საერთო უკრაინულ სახლს მივეკუთვნებით, ჩვენ ყველა საერთო სიხარულით ვხარობთ და საერთო წუხილით ვწუხვართ, ერთად ვტირით საერთო ტკივილისა და ომის ტრაგედიების გამო“.

უნეტარესმა უკრაინის ყველა მოქალაქეს მოუწოდა, რომ „გაიაზრონ ჩვენი ბედის ერთიანობა, პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ყველამ თავის ადგილას ყოველდღიურად დაუზარელად იშრომოს დამოუკიდებლობის განმტკიცების გამო“.

„და ალბათ ყველაზე მეტად ვისურვებდი, რომ ყოველმა ადამიანმა უკრაინაში სხვისი ტივილი შეიგრძნოს და ერთმანეთის ჭრილობებს ვუმკურნალოთ და მოვაშუშოთ ისინი. არა მარტო ფიზიკური ჭრილობები, არამედ განსაკუთრებით სულიერი ჭრილობები. ჩვენ ჩვენი ქმედებებით გული კი არ უნდა ვატკინოთ ახლობლებს, არამედ ვემსახუროთ და შევეწიოთ მათ. ვინაიდან ურთიერთის ტკივილის შეგრძნება, საერთო ტკივილის შეგრძნება დაგვაახლოვებს ერთმანეთთან, გაგვაერთიანებს, გაგვაძლიერებს როგორც ხალხს და ერს. ღვთის წყალობა იყოს ჩვენზე! ღმერთო დიდებულო, ერთარსო, დაიფარე უკრაინა!“ - დაასრულა უკრაინის ეკლესიის მთავარიერარქმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, დამოუკიდებლობის დღეს უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს ლოცვა-კურთხევით უმე-ს ყველა ტაძარში და მონასტერში ჩატარდება ლოცვა უკრაინისთვის, მისი ხელისუფლებისთვის, მხედრობისთვის და მთელი უკრაინელი ხალხისთვის, აგრეთვე გადაიხდიან პანაშვიდებს ქვეყნის დაცვისთვის დაღუპულების სახელზე.

უმე-ის ეპისკოპოსებმა გააპროტესტეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებები რფ-ის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

უმე-მა დაგმო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის მიერ დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი ილარიონის გათავისუფლება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის ადმინისტრაციიდან.

ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის

ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა  ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.

მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით

უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა

მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.

ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად

მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.

აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894

„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.