ელენსკი ყვებოდა, თუ როგორ უნდა აკრძალონ უმე
ვიქტორ ელენსკი კათოლიკურ რადიო-სტუდიაში. ფოტო: my.ua
რელიგიის საქმეთა და ეთნოპოლიტიკაში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესაუბრა «Главком»-ს, რომ „როდესაც № 8371 კანონპროექტი უკვე კანონი გახდება და თუ ჩვენი ექსპერეტიზა დაამტკიცებს, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია (არ არის აუცილებელი უმე) აფილირებულია იმ ქვეყნის გავლენების ცენტრებთან, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აწარმოებს, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ მითითებას ამ რელიგიური ორგანიზაციისთვის“. № 8371 კანონპროექტის მოწონების შემთხვევაში, ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კანონის მოქმედებას დაექვემდებარებიან, მიმართავს რელიგიისა და ეთნოპოლიტიკის დეპარტამენტი.
ელენსკი ამბობს, რომ „მითითებაში ჩამოთვლილი იქნება, რაში გამოიხატება ეს კავშირი და მათ მიეცემათ დრო იმისთვის, რომ ეს კავშირი გაწყვიტონ“.
„თუ ეს არ შესრულდება, მივმართავთ სასამართლოს. ჩვენ უკვე გვაქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს რაც შეიძლება ეფექტურად, იურისტები განსაზღვრავენ ამ ხაზს“, - ხაზი გაუსვა მოხელემ.
ელენსკის ჯერ არ შეუძლია იმის თქმა, კანონის მიღების შემთხვევაში ჩატარდება თუ არა ახალი ექსპერტიზა უმე-ს მიმართ, რადგან „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რა სარჩელი იქნება ბოლო ექპერტიზის მიმართ“.
„ჯერ-ჯერობით არც ერთი ტექსტი არ მინახავს, რომელიც არსობრივად გააბათილებდა ჩვენი ექსპერტიზის დასკვნებს. არის ბევრი საყვედური, რომ ექსპერტები, რომლებიც მუშაობდნენ მიკერძოებულები იყვნენ, ბევრი საყვედურია, რომ მხოლოდ წესდების კვლევა იყო საჭირო, ჩვენ კი წესდების ფარგლებს გავცდით და უფრო ფართოდ ვიკვლევდით. მაგრამ მე არავინ არ მინახავს, ვინც გაასაჩივრა ექსპერტიზის დასკვნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს ნაწილია“, - ამტკიცებს ელენსკი.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ იურიდიული პროცედურები არასდროს არ არის ხანმოკლე“.
მანამდე მჟკ წერდა: ელენსკიმ უთხრა ევროპელებს, რომ ის უმე-ს განწყობებზე ფიქრობს.
ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა
მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.
2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა
ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.
მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ
ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.
კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს
ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.