ჩერკასში უმე-ის სრეტენის ტაძრის მიტაცებას ჰქონდა ადგილი

სრეტენის ტაძარი ჩერკასში. ფოტო: cherkasy.church.ua

2023 წლის 3 აგვისტოს, ჩერკასში, მეუ-ს მომხრეებმა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სრეტენის ეკლესია (ეპისკოპოსის რეზიდენცია) აიღეს. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში განაცხადა უმე-ის ჩერკასის ეპარქიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა თეოდოსიმ.

მისი თქმით, აქტივისტებმა „გააფთრებულ ბრბოსთან ერტად, უშიშროების ძალების მხარდაჭერით, შეიჭრნენ სრეტენის ეკლესიაში და ძალის გამოყენებით აიღეს იგი, გატეხეს საკეტები და  ტაძრის წინამძღვარი შვიდ ბავშვთან ერთად სახლიდან გააძევეს “.

ეპისკოპოსმა გაიხსენა, რომ ადრე (2023 წლის 29 ივნისს) ტაძრის ჩამორთმევის ინიციატორებმა შეკრიბეს„ საკრებულოს დეპუტატები, სახელმწიფო თანამშრომლები, ხალხი, ვისაც საერთო არაფერი ჰქონდა ეკლესიასთან, ეკლესიიდან მოშორებით მდებარე სტადიონზე გამართეს კრება, რომელსაც „სამრევლო კრება“ უწოდეს, ოქმი დაარეგისტრირეს და იურიდიული პირის შესახებ ცვლილებები შეიტანეს სახელმწიფო რეესტრში’’.

„ბრუტალურად,  კანონების წარმოუდგენელი დარღვევით, რეიდერული სქემის მიხედვით, რომელიც აპრობირებული იყო სოფლებში, დანაშაული  ჩადენილი იქნა რეგიონულ ცენტრში“, - განაცხადა მიტროპოლიტმა. „ჩერკასის მოწყალების დების ბოლო განდევნის შემდეგ, როდესაც ისინი ქალაქის საავადმყოფოს ეკლესიიდან ქუჩაში გამოაგდეს, ეს არის ჩვენს ქალაქში ეკლესიის მდევნელთა სიდიდით მეორე სისასტიკე’’.

მეუფემ აღნიშნა, რომ სრეტენსკის ეკლესია აშენდა უმე-ის ჩერკასის ეპარქიის ადმინისტრაციის ხარჯზე - "ლეგალურად არსებული იურიდიული პირის სახელზე".

”ის უბრალოდ მოიპარეს ჩერკასის ეპარქიიდან რეიდერული სქემით,” - ხაზგასმით აღნიშნა მიტროპოლიტმა.

როგორც მჟკ წერდა, ადრე ჩერკასიის ეპარქიის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა 28 ივნისს გამართული სრეტენის თემის სამრევლო კრების ვიდეო კადრები, რომელზეც მრევლმა ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში დარჩენას.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.