ზელენსკის უმე-ს მღვდლის დაღუპული შვილისთვის გმირის წოდების მინიჭებას თხოვენ
sarny.church.ua
პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულია პეტიცია იმის შესახებ, რომ სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს უშძ-ის ლეიტანტს, სამხედრო ექიმს ალექსანდრე პროკოპჩუკს - უმე-ს სარნენსკის ეპარქიის კლირიკოსის, როვენის ოლქის სოფელ ბერეჟიცის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ნიკოლოზ პროკოპჩუკის შვილს.
პეტიცია გამოაქვეყნა დაღუპულის უმცროსმა ძმამ ნიკოლაიმ. ის ყვებოდა, რომ ალექსანდრე დაიბადა 1996 წ., სკოლის შემდეგ დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და სამხედრო-სამედიცინო აკადემია. სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან მსახურობდა 128-ე სამთო-საშტურმო ბრიგადის სამედიცინო როტაში. გადარჩენილი ჰყავს დაჭრილები ირპენში და ბუჩში, შემდეგ ზაპოროჟიეს, ხერსონის და დონეცკის ოლქებში.
2023 წ. 11 თებერვალს ბახმუტში ალექსანდრეს ბრძოლის ველიდან მძიმედ დაჭრილი მეომრები გამოჰყავდა და დახმარებას უწევდა მათ. სამედიცინო სამსახურის ავტომობილს მოხვდა ტანკსაწინააღმდეგო მმართვადი რაკეტა, ვერავინ ვერ გადარჩა.
ნიკოლაი აღნიშნავს, რომ მისმა ძმამ ასობით სიცოცხლე გადაარჩინა და ყოველი მებრძოლის გადარჩენა მას გულწრფელად უხაროდა.
„ალექსანდრეს ძმადნაფიცები ხაზს უსვამენ, რომ ის ოფიცერის ნამდვილი მაგალითი იყო, საოცრად ადამიანური, ყურადღებიანი, მოსიყვარულე შვილი და მეუღლე, ნამდვილი მეგობარი და თავისი ქვეყნის ერთგული პატრიოტი, - ნათქვამია პეტიციაში. - ის რწმენით და სიმართლით ემსახურებოდა უკრაინის ხალხს. დაჭრილი ძმებისთვის სულს და ხორცს არ იშურებდა. იბრძოდა და უნდოდა ეცხოვრა თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ უკრაინაში. ალექსანდრემ ღირსეულად მოიხადა ვალი თავისი სახელმწიფოს დაცვაში და ბოლო ამოსუნთქვამდე ერთგული იყო ფიცის, უკრაინელი ხალხისა და უკრაინის“.
პეტიციის ავტორმა მიმართა პრეზიდენტს თხოვნით მიენიჭოს ალექსანდრეს უკრაინის გმირის წოდება და დააჯილდოვოს მისი მშობლები „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით ნამდვილი პატრიოტის აღზრდის გამო.
როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სარნენსკის ეპარქიის პრეს-სამსახური იუწყება, პოლესკის და სარნენსკის მიტროპოლიტმა ანატოლიმ ყველას მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ პეტიციას.
ხელმოწერების შეგროვების დასრულებამდე დარჩა 69 დღე, ინიციატივამ უკვე 11 ათასი ხმა შეაგროვა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ალექსანდრე პროკოპჩუკი დაკრძალეს სოფელ ბერეჟნიცის უმე-ს ტაძრის საკურთხევლის მხარის უკან.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.