ბოდაკში მოკვლით ემუქრებიან სამხედროს, რომელიც ცდილობდა ბებიისთვის წესის აგებას უმე-ში
დაკრძალვის ცერემონია ბოდაკში. ფოტო: Информационно-просветительский отдел УПЦ
2023 წლის 16 ივნისს გახმაურდა ტერნოპოლის ოლქის სოფელ ბოდაკის კონფლიქტი, რომელშიც მეუ-ს მომხრეებმა აგრესიული წინააღმდეგობა გაუწიეს განსვენებული მოხუცი ქალის ოლღას წესის აგებას, რომელმაც წესის აგება მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაიბარა. ამის შესახებ იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
ქალის დასაფლავებაზე სპეციალურად ჩამოვიდა მისი შვილიშვილი, უშძ-ის მებრძოლი. მიუხედავად ამისა, მეუ-ს ადგილობრივმა მომხრეებმა აგრესია გამოხატეს მისი მცდელობის მიმართ, რომ გარდაცვლილის სურვილი შეესრულებიათ და წესი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში აეგოთ.
მღვდელ ვასილი გოდოვიჩის სიტყვებით, რომელსაც 2022 წელს სოფელში ტაძარი წაართვეს, მებრძოლს მეუს მომხრეები დაემუქრნენ. მათ შეუთვალეს, რომ თუ ის უარს არ იტყოდა მცდელობაზე, რომ წესის აგება უმე-ში აღასრულონ, „შეიძლება ფრონტზე ვერც კი დაბრუნდეს“.
„განსვენებულის ოჯახში მოვიდა ხალხი პოლიციიდან, სოფლის თავმჯდომარე, სტგ-ის თავმჯდომარე, მათ განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ „მოსკოველი ხუცესის“ მიერ მიცვალებულის დასაფლავებას. ამ დროს ისინი იმუქრებოდნენ, რომ მიცვალებულის ნათესავები არანაირ დახმარებას არ მიიღებენ და ა.შ. გუშინ პოლიციელები მოვიდნენ, მათ ახლდათ მიკროავტობუსი, მეუ-ს ადგილობრივმა მომხრეებმა მოიტანეს ცულები, ფოცხები, ბარები, ამბობდნენ, რომ „მოსკოველი ხუცესის“ ცემას აპირებენ“, - ყვებოდა წინამძღვარი.
მისი სიტყვებით, მეუ-ს მომხრეებმა ქალისთვის წესის აგება მეზობელ სოფელშიც კი არ დაუშვეს, დააშინეს კატაფალკის მფლობელი, რომელიც ოჯახმა დაიქირავა. მაშინ ნათესავებმა და მღვდელმა ერთად გადაწყვიტეს მიცვალებულის დასაფლავება, ხოლო შემდეგ მის გარეშე წესის აგება. თუმცა თავიდან მათ ამის უფლებასაც კი არ აძლევდნენ.
„მათ განაცხადეს, რომ არ შეუშვებდნენ სასაფლაოზე, იმიტომ რომ ის მათი საკუთრებაა. თანაც თავისი პირობა წამოაყენეს: თვითონ მოიყვანდნენ „მღვდელს“ მეუ-დან და ის აუგებდა წესს“, - თქვა მამა ვასილმა.
მან განაცხადა, რომ მეუ-ს „კლირიკოსები“ ძალით შევიდნენ მიცვალებულის ოჯახის სახლში, სადაც თავიანთი „მსახურების“ ჩატარებას ცდილობდნენ. მაგრამ ნათესავებმა მათ ამისი საშუალება არ მისცეს და პოლიციის შემადგენლობა გამოიძახეს.
ოჯახმა მაინც შეძლო მიცვალებულის დასაფლავება, მაგრამ მღვდლის გარეშე. კრემენეცკის მიტროპოლიტმა სერგიმ აკურთხა მოგვიანებით წესის აგება. მიუხედავად გარდაცვლილის ქალიშვილის პროტესტისა, მეუ-ს წარმომადგენლები ცდილობდნენ სასაფლაოზე დაკრძალვაზე დასწრებას, მაგრამ ოჯახმა მათგან თავის დაღწევა მოახერხა.
წინააღმდეგობა ბოდაკში წელიწადზე მეტია რაც გრძელდება. 2022 წლის მარტში უმე-ს წმინდა ნიკოლოზის სამრევლოს წაართვეს ტაძარი. მრევლმა კოსმეტიკური რემონტი ჩაატარა ერთ-ერთ თიხის ქოხში და ღვთისმსახურებები იქ ტარდებოდა. მაგრამ მეუ-ს მომხრეები მაინც ვერ დაწყნარდნენ. ისინი მუდმივად თავს ესხმიან უმე-ს წარმომადგენლებს და დევნიან მათ. 2022 წლის ივნისში მათ ცემა-ტყეპა გამართეს, რომ მღვდელი პარაკლისზე არ შეეშვათ. ივლისში მათ სახურავიდან შეაღწიეს სამრევლოს სამლოცველო სახლში და წმინდა ნიკოლოზის ხატი ქვიშით დაფარეს, აგრეთვე ჭურჭლებიც ნაკურთხი წყლით.
მანამდე მჟკ წერდა, რომ კორდიშევში ვანდალებმა უმე-ს ტაძრის კართან ღორის სისხლი დაასხეს.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.