პოჩაევოს ლავრის ნაცვალი ხელისუფლებას: ბოლშევიკთა შეცდომები არ გაიმეოროთ
პოჩაევის ლავრის ნაცვალი, მიტროპოლიტი ვლადიმერ. ფოტო: скриншот ютуб-канала Почаевской лавры
2023 წლის 2 მაისს პოჩაევოს მიძინების ლავრის ნაცვალმა, მიტროპოლიტმა ვლადიმერმა ტერნოპოლის საოლქო სასამართლოს უფროსს მიმართა მოწოდებით არ გაიმეორონ საბჭოთა მმართველების შეცდომები და წმინდა წიაღში არ გააღვივონ მტრობა და შუღლი რელიგიურ ნიადაგზე. ვიდეომიმართვა პოჩაევოს ლავრის იუთუბ-არხზეა განთავსებული.
მღვდელმთავარმა გაიხსენა მონასტრის ისტორია და განსაკუთრებული აქცენტი ХХ საუკუნეში ბოლშევიკთა დანაშაულებებზე გააკეთა.
„შენობაში, სადაც ახლა მონასტრის ტიპოგრაფია და ხატწერის სახელოსნო მდებარეობს, თქვენმა თანამდებობრივმა წინამორბედებმა, პარტიის საოლქო კომიტეტის მუშაკებმა, მოაწყვეს საოლქო ნევროლოგიურო საავადმყოფო, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებელი უკრაინის დროს ფუნქციონირებდა ლამის 1998 წლამდე. ბოლო-ბოლო, ბერთა მრავალი თხოვნის შემდეგ შენობა დააბრუნეს ავარიულ მდგომარეობაში. მღვდელმთავრის სახლში განთავსებული იყო ნევროლოგიური საავადმყოფოს სამრეცხაო და პოლიკლინიკა №2, რომელიც სახელმწიფომ აგრეთვე ავარიულ მდგომარეობამდე მიიყვანა. და მხოლოდ მონასტრის საძმოს მცდელობით ეს ისტორიული ნაგებობა რესტავრირებული იყო.
მონასტრის შენობის წმინდა კარიბჭესთან განთავსებული იყო კანტორა, რომელიც პასუხს აგებდა თაგვებისა და ვირთხების განადგურებაზე. დიდმოწამე მკურნალ პანტელეიმონის საავადმყოფოს ტაძარში იღებდნენ ანალიზებს, რომლებსაც საკურთხევლის ნაწილში ინახავდნენ. და ეს 2020 წლამდე გრძელდებოდა. ამ ეკლესიის მიმდებარე შენობაში განათავსეს თერაპიული და საინფექციო განყოფილება, რომელიც საბოლოოდ მიყვანილია ავარიულ მდგომარეობამდე და რესტავრაციას აღარ ექვემდებარება“, - ყვებოდა ლავრის ნაცვალი.
მან გაიხსენა, რომ მსოფლიო დონის სიწმინდის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ განთავსებული იყო მორგი, საღორე, ფსიქიატრული საავადმყოფო, სამრეცხაო, სოფლის მეურნეობის ქიმია, ტექნიკა, კოლმეურნეობის ბოსელი და ბევრი სხვა ორგანიზაცია. ხოლო ფერიცვალების ახალი ტაძრის ადგილზე განთავსებული იყო მარცვლეულის ორი საწყობი, საცეცხლფარეშე და კლუბი. ყველა ზემოხსენებული ნაგებობა ძალზე მოუვლელი იყო.
დღეს მონასტრის ძალებით ყველაფერი, რაც ექვემდებარებოდა რესტავრაციას, აღადგინეს.
„თქვენ უკრაინელი ბერების განდევნა გსურთ, თქვენი თანამემამულეების, რომლებმაც წარსულში თავისი სიცოცხლის ფასად ნგრევისგან და განადგურებისგან დაიცვეს ეს სიწმინდე“, - აღნიშნა ნაცვალმა გოლოვკოსთან მიმართვაში.
მღვდელმთავარმა მოუწოდა მოხელეს არ მოუსმინოს მათ, ვინც ამბობს, რომ თითქოს ლავრაში რაღაცა აშენებულია ნებართვისა და დოკუმენტების გარეშე.
„ყველაფერს, რაც ლავრის ტერიტორიაზე აღადგინეს და ააშენეს, კულტურის სამინისტროს და სამშენებლო ორგანიზაციების შესაბამისი ნებართვები გააჩნია. ამაზე მეტყველებს დოკუმენტებისა და სერთიფიკატების მთელი რიგი. კერძოდ, ფერიცვალების ტაძარზე, რომელიც 2012 წლის მდგომარეობით ზომით მეოთხე იყო ევროპაში, ყველა ოფიციალური დოკუმენტი გაცემულია“, - თქვა მიტროპოლიტმა ვლადიმერმა.
„ამ რთულ დროს, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, რელიგიურმა საკითხებმა არ უნდა გამოიწვიოს მტრობა და შუღლი. ჩვენი ეკლესია ყოველ დღე ლოცულობს ჩვენი უკრაინის მიწისთვის. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, განვიცდით ჩვენი სამშობლოს ბედს და შევთხოვთ უფალს, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენი უკრაინის მიწაზე. თქვენ, როგორც მორწმუნე ადამიანმა და საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ, გთხოვთ, ნუ გაიმეორებთ შეცდომებს, რომლებიც თავიანთი მმართველობის დროს დაუშვეს ლენინმა, სტალინმა და ხრუშჩოვმა“, - ამ სიტყვებით პოჩაევოს ლავრის ნაცვალმა მიხეილ გოლოვკოსთან მიმართვა დაასრულა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ტერნოპოლის საოლქო საბჭომ პოჩაევოს ნაკრძალში „დარღვევები“ აღმოაჩინა.
უმე-ის ეპისკოპოსებმა გააპროტესტეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებები რფ-ის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე
უმე-მა დაგმო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის მიერ დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი ილარიონის გათავისუფლება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის ადმინისტრაციიდან.
ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის
ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.
მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით
უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.
წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა
მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.
ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად
მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.
აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894
„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.