სახალხო დეპუტატმა შსს-ს უფროსს მიმართა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო
სახალხო დეპუტატი არტიომ დმიტრიუკი. ფოტო: hromadske.ua
უკრაინის სახალხო დეპუტატმა, უკრაინის უმაღლესი რადის სამართალდამცავი საქმიანობის საკითხებში პროფილური კომიტეტის წევრმა არტემ დიმიტრუკმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს იგორ კლიმენკოს გაუგაზავნა სადეპუტატო მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, „რომლებიც დაიწყო 2023 წლის მარტში და გრძელდება დღევანდელ დღემდე ქ. კიევში კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს მოხელეთა ხელშეწყობით“.
ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა თავის telegram-არხზე განაცხადა.
სახალხო დეპუტატი თვლის, რომ ეს ლავრის მიტაცების მცდელობაა, რომელიც ხდება „სწორედ ახლა, ახლახანს წარმოქმნილი რელიგიური კონფლიქტების ფონზე უკრაინის მოქალაქეთა - უმე-ს აღმსარებლების საკონსტიტუციო უფლებების სისტემატური დარღვევების შედეგად და უკანონოდ ორგანიზებული რეიდერული შეტევების, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე უმე-ს ტაძრებისა და ეკლესიების არასამართლებრივი მიტაცებების შედეგად“.
ა. დმიტრუკი ხაზს უსვამს, რომ „ტაძრების ზემოთხსენებული მიტაცებები ყოველთვის ხორციელდება ჯგუფის მიერ, რომლის წევრები უმე-ს აღმსარებლები არ არიან და ამას სისტემური ხასიათი აქვს. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევები შემთხვევით მოვლენებს არ წარმოადგენენ, არამედ ეს უფრო ფართო მოვლენის ნაწილია, რომელიც უკრაინაში ხდება“.
„მსგავს სამართალსაწინააღმდეგო ქმედებებს ძალზე სერიუზული ნეგატიური და მძიმე შედეგები აქვს როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ზოგადად სახელმწიფოსთვისაც. კერძოდ, ამან შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი კონფლიქტები და დაპირისპირებები სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის და აგრეთვე საზოგადოებრივი წესრიგის მასიური დარღვევები“, - წერს სახალხო დეპუტატი მიმართვაში.
ის შსს-ს ხელმძღვანელის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „აღნიშნულ სამართალსაწინააღმდეგო ქმედებებს სისხლის სამართლის სამართალდარღვევის ნიშნები გააჩნია, რომლებიც გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციის 161 სტ. 1-3 ნაწ. „განზრახული ქმედებები, მიმართული ნაციონალური, რეგიონალური, რასობრივი ან რელიგიური მტრობისა და ზიზღის გაღვივებაზე“.
სახალხო დეპუტატმა მოუწოდა კლიმენკოს „მოქმედი კანონმდებლობის დარღვევების აღმოფხვრისკენ, მისცეს შესაბამისი შეფასება და შესაფერისი სამართლებრივი კვალიფიკაცია ყველა იმ პირის უკანონო ქმედებებს, ვინც შეხებაში იყო აღნიშნულ სისხლის სამართალდარღვევასთან და გადაწყვიტოს დამნაშავე პირთა მოხმობის საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასთან“.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, სახალხო დეპუტატმა მიმართა შსს-ს ხელმძღვანელს ხმელნიცკში უმე-ს ტაძრების მიტაცებასთან დაკავშირებით.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.