წმიდა სამარხის ეგზარქოსი კვიპროსში: ლავრა და უმე-ის სამრევლოები გადაიქცა გოლგოთად

კიევ-პეჩორის ლავრის ძმები. ფოტო: lavra.ua

კვიპროსში წმიდა სამარხის ეგზარქოსმა (იერუსალიმის საპატრიარქო), მიტროპოლიტმა ტიმოთიმ კიევ-პეჩორის ლავრის ვიკარს, მიტროპოლიტ პავლეს მიულოცა აღდგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის  საეპისკოპოსოს, ლავრის მცხოვრებლებს და სრულიად უმე-ს იმ დევნასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი განიცდიან.

„წელს, მრავალტანჯულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ვნების კვირა უფრო ადრე დადგა“, - ნათქვამია წერილში. - დიდი მწუხარებით ვიგებთ, რომ უკრაინის ყოველი დასახლება და ყოველი მრევლი, რომელიც ურყევად რჩება ტრადიციულ ღვთისმოსაობაში და ეწინააღმდეგება დაწესებულ ახლადშექმნილ საეკლესიო წესდებას, გადაიქცა გოლგოთად. მოწამეობრივი ჯვრები აღმართეს ეპისკოპოსების, სასულიერო პირებისა და მორწმუნეებისათვის, რომლებიც დარჩნენ თავიანთი დედა ეკლესიის ერთგულები, რომელთა წიაღშიც მოინათლნენ და აღიზარდნენ. ჩვენ გვტკივა, რომ ჩვენი ძმებს, ეპისკოპოსებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, მღვდლებსა და მორწმუნეებს სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ, ასევე იძულებით აძევებენ წმინდა ტაძრებიდან, სადაც ისინი ათეული წლის განმავლობაში ლოცულობდნენ, ხოლო მათი შვილები იცავენ სამშობლოს და იღეპებიან ბრძოლის ველზე”.

ეგზარქოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "კიევ-პეჩორის ლავრის წმინდა სივრცე გადაიქცა ახალ გოლგოთად მას შემდეგ, რაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ჯვარს აცვეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა  და კომპეტენტური ორგანოების ბრძანებით, რომლებიც სინედრიონს გვაგონებენ, გაწყვიტეს რა, თანამშრომლობის ხელშეკრულება".

მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა განედევნა მისი სასულიერო პირები და სემინარიელები ლავრიდან, რათა მონასტერი გადაეცა ახლად ჩამოყალიბებული მეუ-ს მართვაში და ბევრი ლავრელი ბერი იძულებულია აღიაროს ახალი ხელმძღვანელობა.

ეგზარქოსის თქმით, მიტროპოლიტ პავლეს შინაპატიმრობა, რომელიც „მრავალი წლის მანძილზე ყველა ღონეს ხმარობდა ლავრას ფერფლიდან აღდგენისთვის“, იწვევს „შემაშფოთებელ შთაბეჭდილებას და მწუხარებას“. იერარქმა აღნიშნა, რომ ლავრის გამგებლის კრიმინალად შერაცხვა „აღშფოთებას იწვევს და მიუთითებს სახარების ციტატაზე: რადგან დაწერილია: „დავკრავ მწყემსს და გაიფანტება ცხვარი“ (მთ. 26,31).

„აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით და ვნებისა და წმიდა და კვირას გამოვხატავ თქვენი უწმინდესობის მიმართ ჩემს გულწრფელ თანაგრძნობას და მხარდაჭერას. მიზანშეწონილად მიმაჩნია შეგახსენოთ წმიდა ორმოცი მოწამის სტიქარი: „სუსხიანია ზამთარი“, რომელსაც გადიხართ, „მაგრამ ტკბილ არს სამოთხე“ ღვთის საყვარელი ეგოს მიერ მომზადებული. უფალმა მოგცეთ მოთმინება, სულის სიმტკიცე, ფიზიკური ძალა და რწმენაში სიმტკიცე ტანჯვამდე, რაზედაც ჩვენმა უფალმა გაგვაფრთხილა: ,,გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ’’. (იოანე. 15,20). ,,ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.’’ (იიანე. 16,33). ჩემი გულის სიღრმედან ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას აღდგომის იმედით ღირსეულად ავიდეს გოლგოთაზე“, - წერს მიტროპოლიტი ტიმოთი.

როგორც მჟკ იტყობინება, კიევ-პეჩორის ლავრის ვიკარმა მიტროპოლიტმა პავლემ უკრაინის ომბუდსმენს დიმიტრო ლუბინცს აცნობა მონასტრის მცხოვრებთა სინდისის თავისუფლების უფლების დარღვევისა და მათი დისკრიმინაციის შესახებ.

დუმენკომ და ზორიამ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელთან განიხილეს „რუსული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა

ტოჩიცკიმ და მეუ-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მცდელობებზე, გაანადგუროს უკრაინის ეროვნული იდენტობა.

ბერძენი ღვთისმეტყველი: უკრაინაში არსებული რელიგიური ვითარება ყოფს მართლმადიდებლობას

ბერძენი ღვთისმეტყველის თქმით, უკრაინელ მართლმადიდებლებს ეკლესიიდან შესაძლო განკვეთის გამო არ სურთ უმე-ის დატოვება და მეუ-ში გაწევრიანება.

ბირთვულმა მეცნიერმა შეერთებული შტატებიდან დაადასტურა ტურინის სამოსელის 2000 წლის ასაკი

ბობ რუკერისა და მისი გუნდის მიერ ჩატარებული ბირთვული ანალიტიკური გამოთვლების შედეგად დადასტურდა ტურინის ქრისტეს სამოსელის ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში გაჩენის ფაქტი.

ბერძენმა ღვთისმეტყველმა განმარტა, რატომ არ ადანაშაულებს ეკლესია რმე-ის მეთაურს ერესში

ათენის უნივერსიტეტის პედაგოგმა განმარტა, თუ რატომ არ გამოუცხადებია არცერთ მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქი კირილის ერესი.

არქიმანდრიტი ფეოგნოსტი (პუშკოვი) წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული უმე-ის მღვდელი თავისუფალია.

ისლამისტებმა ბურკინა ფასოში ეკლესიის მსახურების დროს 26 ქრისტიანი მოკლეს

ძალადობრივი თავდასხმები აგვისტოს ბოლოს დაიწყო ქალაქ ბარსალოგოსა და სანაბაში. ქრისტიანული სოლიდარობის საერთაშორისო (CSI) მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 400 ადამიანს აღწევს.