მიტროპოლიტი კლიმენტი: ლავრის გამოქვაბულებში შესვლა ხალხის რეაქციის გამო განახლდა
მიტროპოლიტი ლუკა( ვეჩერა). ფოტო: orthodox.cn.ua
ხელისუფლებამ სწრაფად განაახლა კიევ-პეჩერის გამოქვაბულებში შესვლა დიდი საზოგადოებრივი რეზონანსის გამო, რომელიც მათ დახურვას მოყვა. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების ხემძღვანელმა, მიტროპოლიტმა კლიმენტმა.
მან აღნიშნა, რომ 20 მარტს მონასტერმა“კიევ-პეჩერის ლავრის“ ნაკრძალის ხელმძღვანელობისგან მიიღო წერილი იმის შესახებ, რომ სავანის გამოქვაბულები და სამი ტაძარი იხურება განუსაზღვრელი ვადით „კულტურული ღირებულებების“ დაცვის შემოწმების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. უმე-ს სამღვდელოებამ ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა - კერძოდ, იმისთვის, რომ გააფრთხილოს უამრავი მორწმუნე, რომლებიც ლავრის დახურვის საშიშროების შესახებ ინფორმაციის გამო ცდილობენ, რომ ამ დღეებში თაყვანი სცენ წმინდა ნაწილებს.
„ამან, რა თქმა უნდა გამოიწვია რეზონანსი - და არა მარტო რელიგიურ წრეებში და არა მარტო უკრაინაში - ამიტომ ნაკრძალმა ძალიან სწრაფად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მთელი ეს ექსპერტიზა არ იქნება ხანგრძლივი, ე.ი. ერთ დღეში დამთავრდება და გამოქვაბულები კვლავ გაიხსნება“, - თქვა მიტროპოლიტმა კლიმენტმა.
მეუფე პროგნოზირებს, რომ საზოგადოების რეაქცია ხელისუფლების მიერ ანონსირებულ ლავრიდან უმე-ს გაძევებაზე ბევრად უფრო მაშტაბური იქნება.
„თუ გამოქვაბულების დროებით დახურვაზე, ყოველგვარი სათანადო ახსნა-განმარტების გარეშე, ჩვენ ასეთ საზოგადოებრივ გამოხმაურებას შევეჯახეთ, მაშინ რას უნდა ველოდოთ 29 მარტს? საქმე იმდენად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ან ლავრის ხელმძღვანელობის ქმედებებში კი არ არის, საქმე იმაშია, რომ დღეს საზოგადოება, პირველ რიგში კი რელიგიური ხალხი, გულგრილი არ არის იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება“, - თქვა მღვდელმთავარმა.
მისი სიტყვებით, „ყველას ესმის, რომ ეს (უმე-ს ლავრიდან გაძევება, - რედ.) აბსოლუტურად ხელოვნური, პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესია, რომელიც არ იმსახურებს არაფერს, გარდა ზიზღისა“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მოხელეების ქმედებები მონასტრის მიმართ იურიდიულ ჭრილში არ განიხილება და ისინი რეგლამენტირებულია მხოლოდ მათი სურვილებით და რაღაც ფანტაზიებით, რომლებიც არანაირი იურიდიული დოკუმენტებით დადასტურებული არ არის “, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა.
„რადგან დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ლავრაში ლოცვის საშუალება, ამით უნდა ვისარგებლოთ. მანამდე, სანამ ამის საშუალება გვექნება, ვფიქრობ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ შეგნებულ აღმსარებელს ესმის, რომ უნდა მოვინახულოთ ეს წმინდა ადგილი, თაყვანი ვცეთ კიევ-პეჩერის ღირსი მამების უხრწნელ წმინდა ნაწილებს და ჩვენი წმინდა წინაპრების ლოცვით, მარხვით და სინანულის ცრემლებით კურთხეულ მიწას“, - თქვა მღვდელმთავარმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, კიევ-პეჩერის ლავრის საძმომ მიიღო ახალი განჩინება გამოსახლებაზე - ამჯერად ხელისუფლება ითხოვს №34 კორპუსის განთავისუფლებას.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.