კიევის ეკონომიკურმა სასამართლომ უმე-ის ზემო ლავრის დაბრუნების თაობაზე სხდომა ჩაატარა

ეკონომიკურმა სასამართლომ კიევ-პეჩერის ლავრის იჯარის თაობაზე პირველი სხდომა გამართა. ფოტო: korrespondent.net

2023 წლის 7 თებერვალს კიევის ეკონომიკურმა სასამართლომ გამართა პირველი მოსმენა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სარჩელზე მუზეუმის, კიევ-პეჩერის ლავრის ზედა ნაწილის, ეკლესიების იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო. საუბარია ტერიტორიაზე არსებულ ორ ყველაზე მნიშვნელოვან ტაძარზე - მიძინების ტაძარზე და სატრაპეზო ეკლესიაზე. სარჩელი ,,უკრაინის სასამართლო ძალაუფლების პორტალზე’’ დაყრდნობით, 2023 წლის 5 იანვარს დარეგისტრირდა.

სასამართლოში მოპასუხეა კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალი, ხოლო მოსარჩელეა უმე-ის კიევ-პეჩერის წმინდა მიძინების ლავრა (მამათა მონასტერი). სასამართლოში სარჩელის შეტანა მიზნად ისახავს საკუთრებით სარგებლობის განხორციელებაში დაბრკოლებების მოხსნას.

სასამართლომ სხდომა 21 თებერვალს 14:00 საათზე გადადო. სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ადვოკატმა, უფლებადამცველმა და ორგანიზაცია „უკრაინის ქალთა ძალაუფლების“ ხელმძღვანელმა ვიქტორია კოხანოვსკაიამ თავის გვერდზე გადასცა.

როგორც მჟკ იტყობინება, 2023 წლის 6 იანვარს უმე-მ განაცხადა, რომ კიევ-პეჩერის ლავრის ნაკრძალის ხელმძღვანელობის მიერ მიძინების ტაძრისა და სატრაპეზო ეკლესიის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტა უმე-ის კიევ-პეჩერის ლავრისთვის უკანონოა, ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებას და მარეგულირებელ დოკუმენტებს.

ბაირაღები დახია და მრევლი სცემა - ინტერნეტში აჩვენეს ჩერკასის მეუ-ს "მორწმუნე"

კადრებში მამაკაცი ჯერ ბაირაღებს ხევს, მორწმუნეებს ურტყამს, მოგვიანებით კი სანთლით პოზირებს მართლმადიდებლურ სალოცავში.

პოლონეთის ეკლესიამ ავტოკეფალიის 100 წლის იუბილე აღნიშნა

ოფიციალური დღესასწაულები ვარშავის წმინდა მარიამ მაგდალინელის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიით დაიწყო, რომელსაც ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა ხელმძღვანელობდა.

კს უმე-ს „მღვდელი“ ძალით იყო მობილიზებული

კს უმე-ს კლირიკოსს უთხრეს, რომ მისი სამრევლოს მეუ-ში გადაყვანას შეუძლია მობილიზების საკითხის გადაწყვეტა.

ირლანდიის მოსწავლეებს უფრო უჭირთ თავი მორწმუნეებად აღიარონ, ვიდრე ლგბტ-ს მომხრეებად

სასკოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში მოსწავლეები უფრო ადვილად აღიარებენ სექსუალურ ორიენტაციას, ვიდრე იმას, რომ ისინი ქრისტიანები არიან.

სასამართლო მიტროპოლიტ პავლეს საქმეზე გადაიტანეს

ცნობილი გახდა ახალი სასამართლო სხდომის თარიღი.

ესფიგმენის მონასტერმა გაეროს დახმარებისთვის მიმართა

ესფიგმენის მონასტერსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის კონფლიქტი ათწლეულები გრძელდება, მაგრამ ეს გაეროში მიმართვის პირველი მცდელობაა.