მიტროპოლიტი პავლე - პრეზიდენტს: ნუ გაგვაძევებენ ზემო ლავრიდან!

მიტროპოლიტი პავლე (ლებედი). ფოტო: пресс-служба Киево-Печерской лавры

კიევ-პეჩორის ლავრის მეუფემ, მიტროპოლიტმა პავლემ (ლებედმა) მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის იმის თაობაზე, რომ მონასტრის ბერებსა და მაცხოვრებლებს 2022 წლის 1 იანვრიდან ჩამოერთვათ ღვთისმსახურების უფლება სატრაპეზოსა და მიძინების ტაძრებში.

„დღეს შეგვატყობინეს, რომ უმე-ის კიევ-პეჩორის ლავრის მონასტერი ვეღარ მსახურობს ზემო ტერიტორიის ტაძრებში - მიძინების ტაძარში და ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე სატრაპეზო ტაძარში. 30 წელია, მე, როგორც მონასტრის წინამძღვარი, მუდმივად აქ ვარ და ჩემთან ერთად 220 ძმა, რომლებიც გამუდმებით ლოცულობენ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ჯარისთვის. ჩვენ მხოლოდ კი არ ვლოცულობთ - ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა გაჭირვებულს, ყველას, ვინც გვთხოვს ლოცვით შუამავლობას და დახმარებას მიწიერ ცხოვრებაში“, - თქვა ვლადიკამ.

ლავრას ბერებს უკანასკნელი ღვთისმსახურების აღსრულება შეუძლიათ ახალი წლის წინა დღეს, 2022 წლის 31 დეკემბერს. ამის შესახებ მათ ნაკრძალის დირექტორმა აცნობა.

„უკვე 1 იანვარს არ გვაქვს უფლება გავცდეთ სატრაპეზო და მიძინების ტაძრების ზღურბლებს. ერთი თვით ადრე მაინც არავინ შეგვატყობინა წერილობით, გვაქვს გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებები, ომამდე ყოველდღე ვმსახურობდით, რადგან ტაძრებს მოვლა სჭირდება, ვინმემ ყურადღება უნდა მიაქციოს ფრესკას, ტემპერატურის შემოწმებაა საჭირო - ვიღაცამ უნდა გააკეთოს ეს“, - აღნიშნავს ეპისკოპოსი.

მიტროპოლიტმა პავლემ გაიხსენა, რომ 1917 წელს ლავრას ძმებმა უკვე გამოიარეს იგივე: ეკლესიების ჩამორთმევა, სალოცავების შეურაცხყოფა, ბერების დაპატიმრება და მკვლელობა. უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგაც კი, ეკლესია დევნილი დარჩა - სქიზმატიკოსებმა, ფილარეტ დენისენკოს მეთაურობით, მიიტაცეს ეკლესიები. 2019 წელს უკრაინაში ეკლესია კვლავ გაიყო და ახლა მეუ-ს წევრები ეპიფანე დუმენკოსთან ერთად იკავებენ ეკლესიებს, პრეტენზია აქვთ სალოცავებზე, რომლებიც არასოდეს ეკუთვნოდათ მათ.

„მე ვიცი აქ ყველა ქვა, ყოველი მიწის ნაკვეთი, რადგან აქ ყველაფერი ჩვენი ხელით, მორწმუნეების შემოწირულობებით შევქმენით“, - აღნიშნა მმართველმა და დასძინა, რომ სახელმწიფომ, მიუხედავად იმისა, რომ ლავრას აღდგენისთვის თანხა გამოყო, თუმცა ყველაფერი უკან დაუბრუნდათ გადასახადების სახით, დარჩა მხოლოდ ,,კოღოს ცრემლები’’.

მისმა უწმინდესობამ შესთავაზა პრეზიდენტს, რომ შეადაროს 1988 წლის მონასტრის ფოტო იმ იერსახეს, რაც ახლა აქვს უმე-ისთვის გადაცემული ქვედა ლავრის შენობას.

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ის შენობები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა, წმინდა ხალხმა ააშენეს, დაინგრეს“, - განაცხადა იერარქმა.

ლავრის მმარტველმა მეუფემ პრეზიდენტს სთხოვა, მოსულიყო და საკუთარი თვალით ენახა, რამდენი მორწმუნე მოდის თაყვანისცემაზე კვირას ან დღესასწაულზე.

„გუშინ გადატვირთული იყო ეკლესიები: სატრაპეზო, მიძინება, ჯვრის ამაღლება, ბერი აგაპიტი, მართალი ანას ჩასახვა, ყოველთა მწუხარეთა სიხარული, მაცოცხლებელი წყარო - ხალხის ნაკადი არ წყდება!“ - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა.

„ჩვენ გიცნობთ, როგორც სამართლიან ადამიანს, მაგრამ თქვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც უღირსად იქცევიან: ართმევენ სალოცავებს, ჩხუბობენ, ტაძრებს ლუქავენ. მათ თავი დააყენეს ჰეროდეს ადგილას, რომელმაც დახოცა ჩვილები, ნერონის, რომელმაც ათასობით ქრისტიანი მოკლა. <...> დღეს კი ეს ხალხი ანგრევს რწმენას, რათა დათესოს ათეიზმი, სიცრუე, შეცვალონ ადამიანების შეხედულებები ცხოვრებაზე და ჩამოაშორონ ისინი ჭეშმარიტ ფესვს - ქრისტეს ეკლესიას. მოგმართავთ, როგორც გარანტს და გთხოვთ ხალხს ლოცვის საშუალება მისცეთ. ჩვენთვის ისიც საკმარისია, როცა მტერი გვბომბავს, ჩვენთვის საკმარისია, როცა ხალხი უშუქოდ ზის. გინდათ მათაც წაართვათ რწმენა? გინდათ ბოლო იმედი წაართვათ? ნუ გააკეთებთ ამას“, - მოუწოდა მეუფემ.

მეუფემ სთხოვა ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსცეს ღირსეული განკარგულებები, რომლებიც საშუალებას მისცემს უმე-ს მშვიდობიანად არსებობდეს და ილოცოს ქვეყნისთვის.

"იმედი მაქვს, რომ მოისმენთ ჩემს მიმართვას, რადგან ეს არის ჩემი ეკლესიის, ჩემი ძმების, ჩემი მონასტრის და მორწმუნე ხალხის ტკივილი", - დასძინა კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარმა.

საფრანგეთში რუანის ტაძარი იწვის

ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.

შვეიცარიას ევროვიზიის დატოვება სატანიზმის პროპაგანდის გამო სურს

პოლიტიკოსები ევროვიზიის 2025 წლის ჩატარების საკითხის რეფერენდუმზე დაყენებას გეგმავენ.

მედია: კულტურის სამინისტროდან გაათავისუფლეს თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა ლავრის ინსპექტირებას

მარიანა ტომინი ასევე მონაწილეობს უმე-ის განდევნაში სამების, ფერისცვალებისა და მიძინების ტაძრებიდან.

პაპი კიევის დაბომბვის შესახებ: აუცილებელია ომების დასრულების კონკრეტული გზების მოძებნა

ვატიკანი აცხადებს, რომ რომის პაპი ფრანცისკე ლოცულობს, რომ მალე მოიძებნოს გზები უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე კონფლიქტების დასასრულებლად.

ესს-ს სურს იცოდეს, რა რელიგიას აღიარებენ უკრაინელები

უკრაინის ეთნოპოლიტიკის სახელმწიფო სამსახური უკრაინელების რელიგიურ იდენტობასა და ენობრივ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის ფართომასშტაბიანი გამოკითხვის ბრძანებას გასცემს.

მელ გიბსონი არქიეპისკოპოს ვიგანოს: პატივია რომის პაპი ფრანცისკესგან განკვეთა

„ხორხე ბერგოლიოს მიერ სქიზმატიკოსად წოდება და განკვეთა ღირსების სამკერდე ნიშანია, იმის გათვალისწინებით, რომ ის არის სრული განდგომილი და გარიცხული თქვენი ცრუ ინსტიტუტიდან“, - თქვა გიბსონმა.