"95 კვარტალმა" უმე-ს მკრეხელური ვიდეოსთვის ბოდიში არ მოუხადა

,,95 კვარტალი''-ს კომიკოსები ალექსანდრე პიკალოვი და ევგენი კოშევოი. ფოტო: скриншот видео на Youtube-канале Чисто News

2022 წლის 20 დეკემბერს, კვარტალი 95-ის კომიკოსებმა გამოაქვეყნეს კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ისინი ეხებოდნენ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის თემას, მაგრამ ბოდიში არ მოიხადეს. ვიდეო განთავსებულია Youtube არხზე Chisto News.

„იუმორისტებმა“ განაცხადეს, რომ სკანდალური ვიდეოს შემდეგ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა მათ უჩივლეს 161-ე მუხლით „კონფესიური სიძულვილის გაღვივება“. "თითქოს, ჩვენი კომპანია განაწყობს ხალხს უმე-ის წინააღმდეგ", - განმარტეს გადაცემის წამყვანებმა მოჩვენებითი გაკვირვებით, რის შემდეგაც მათ განაცხადეს, რომ "ისინი პატივისცემით ეპყრობიან ყველა რელიგიას და აღმსარებლობას", მაგრამ არ იღებენ "მათ ვინც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას, ვინც ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოება და სახელმწიფოებრიობას“.

”და, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ გვწამს ღმერთის”, - დასძინეს კომიკოსებმა.

თუმცა, მათ არ მოიხადეს ბოდიში ეკლესიის დაცინვისა და მკრეხელობისთვის, არამედ მხოლოდ შენიშნეს, რომ „მხოლოდ ღმერთს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, ეს გადაჭარბება იყო თუ არა“.

ვიდეოს ქვეშ ასობით უარყოფითი კომენტარია.

,,სირცხვილი 95 კვარტალს!!! ეს არ არის ბოდიშის მოხდა!!! დაიმახსოვრეთ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უმე-ის მორწმუნეები იბრძვიან და თქვენ სათანადო ბოდიში უნდა მოუხადოთ მათ, მათ და მათ ოჯახებს!!! და ბოლოს არის კანონი და თქვენ პასუხი უნდა აგოთ კანონის წინაშე, როგორც უკრაინის მოქალაქეებმა!” – წერს ვიქტორია ოდესა.

„დიახ, ღმერთი გადაწყვეტს ყველაფერს, მაგრამ ვშიშობ, რომ მისი გადაწყვეტილება არ მოგეწონებათ. ჩვენს მღვდლებს ჰყავთ შვილები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ, ისინი ყოველდღიურად ეხმარებიან ათასობით დევნილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჭრილი ჯარისკაცების ძარღვებში ახლა 100 ლიტრზე მეტი "მოსკოვი მღვდლების" სისხლი მიედინება. ფრონტისთვის შეგროვდა მილიონობით გრივნა და ასობით ტონა ტვირთი. მაგრამ ეს არ არის სასაცილო, არა?”, - წერს მარინა კუდინოვა.

„95 კვარტალი, შემდეგი ნომრისთვის ხუმრობის ახალ თემას შემოგთავაზერბთ - ერთად ვიცინოთ იმაზე, რამდენი შვილი გაუშვით თქვენ წინა ხაზზე? რატომ არ ხართ წინა ხაზზე? ორი ჯანსაღი, კარგად ნაკვები მამაკაცი უმე-ს განსჯით... უმე-ის მღვდლები შვილებსა და შვილიშვილებს ფრონტის ხაზზე აგზავნიან, დევნილებისთვის ტონობით ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ. თქვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ხართ მათგან, ”- აღშფოთებულია ანა ანა.

„თუ თქვენ გაქვთ „პატივისცემა“ რელიგიის მიმართ, მაშინ ეკლესიას უწოდეთ მისი ნამდვილი სახელი - უმე, ანუ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია! მპ (მოსკოვის საპატრიარქოს) დამატების გარეშე. თქვენ არავინ გიწოდებთ „კოლომოისკის 95-ე კვარტალს“, აღნიშნავს ოლექსანდრ ვერეში.

„ბიჭებო, რატომ არ არიან თქვენნაირი ძლიერი, მამაცი და პატრიოტი ხალხი ფრონტზე? თქვენ უკვე გელოდებით ბახმუტში ... გამარჯობა ნულოვანი ხაზის ბიჭებისგან ზურგის გამაგრებისთვის, ”- ირონიულად ამბობს ტ.ვ. მიხაილენკო.

„თქვენი ლოგიკით, თუ ამდენი მოღალატეა ხელოვანებს შორის, მაშინ თქვენც, როგორც ხელოვანები, მოღალატეები ხართ და ყველა არტისტი უნდა აიკრძალოს და რადგან მოღალატე არტისტებს ტელევიზორში აჩვენებდნენ, ჩვენ ვხურავთ მთელ ტელევიზიას. “ გვთავაზობს მარინკა მანდარიკა.

შეგახსენებთ, რომ გადაცემაში "95 კვარტალი" კომიკოსები "ხუმრობდნენ" ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე უკრაინაში უმე-ის აკრძალვის შესახებ, რის შემდეგაც უმე-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა საჩივარი შეიტანა პოლიციაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით 161 მუხლის მიხედვით - „სარწმუნოებათა შორის სიძულვილის გაღვივება“.

როგორც მჟკ წერს, უმე-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ „95 კვარტალის“ მკრეხელობა სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა.

დუმენკომ და ზორიამ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელთან განიხილეს „რუსული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა

ტოჩიცკიმ და მეუ-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მცდელობებზე, გაანადგუროს უკრაინის ეროვნული იდენტობა.

ბერძენი ღვთისმეტყველი: უკრაინაში არსებული რელიგიური ვითარება ყოფს მართლმადიდებლობას

ბერძენი ღვთისმეტყველის თქმით, უკრაინელ მართლმადიდებლებს ეკლესიიდან შესაძლო განკვეთის გამო არ სურთ უმე-ის დატოვება და მეუ-ში გაწევრიანება.

ბირთვულმა მეცნიერმა შეერთებული შტატებიდან დაადასტურა ტურინის სამოსელის 2000 წლის ასაკი

ბობ რუკერისა და მისი გუნდის მიერ ჩატარებული ბირთვული ანალიტიკური გამოთვლების შედეგად დადასტურდა ტურინის ქრისტეს სამოსელის ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში გაჩენის ფაქტი.

ბერძენმა ღვთისმეტყველმა განმარტა, რატომ არ ადანაშაულებს ეკლესია რმე-ის მეთაურს ერესში

ათენის უნივერსიტეტის პედაგოგმა განმარტა, თუ რატომ არ გამოუცხადებია არცერთ მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქი კირილის ერესი.

არქიმანდრიტი ფეოგნოსტი (პუშკოვი) წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული უმე-ის მღვდელი თავისუფალია.

ისლამისტებმა ბურკინა ფასოში ეკლესიის მსახურების დროს 26 ქრისტიანი მოკლეს

ძალადობრივი თავდასხმები აგვისტოს ბოლოს დაიწყო ქალაქ ბარსალოგოსა და სანაბაში. ქრისტიანული სოლიდარობის საერთაშორისო (CSI) მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 400 ადამიანს აღწევს.