უმე-ის ივანო-ფრანკოვსკის საკათედრო ტაძარში ტიტუშკებმა ხელჩართული ჩხუბი მოაწყვეს

ტიტუშკებმა ივანო-ფრანკოვსკის ტაძარში პროვოკაცია მოაწყვეს. ფოტო: kurs.if.ua

უმე-ის ივანო-ფრანკოვსკის ტაძარში, ივანო-ფრანკოვსკისა და კოლომიის რაიონის ახალ ეპისკოპოს ნიკიტასთან (სტოროჟუკის) შეხვედრაზე, ტიტუშკებმა დაიწყეს ჩხუბი, რათა ჩაეშალათ მსახურება. იუწყება ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიის პრესსამსახური.

პრესსამსახურის ცნობით, პროვოკატორები სოციალურ ქსელებში პირადად შეაგროვა ივანო-ფრანკოვსკის მერის მრჩეველმა ნაზარ კიშაკმა.

ეპარქიიდან გავრცელებული ინფორმაციით, უმე-ის მრევლს აქვთ დაზიანებები სახის არეში, დაბეჟილობები და ერთ ერთ მრევლს ცხვირი აქვს გატეხილი.

მას შემდეგ, რაც თავდამსხმელები ეკლესიიდან გააძევეს, ტიტუშკებმა მორწმუნეებს საკათედრო ტაძრიდან გასასვლელი დაუბლოკეს სამი საათის განმავლობაში  და ყვიროდნენ: „გააცილეთ მოსკოვის მღვდელი“, „მოსკოვის კგბ-შნიკები მოსკოვში“.

აქციის მონაწილეებმა ასევე განაცხადეს, რომ უმე-მ უნდა შეწყვიტოს არსებობა ივანო-ფრანკოვსკში.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მათი თქმით, აქციაში 70-მდე პირი მონაწილეობდა.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა

მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.

2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც  უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ

ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.

კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს

ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.